კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო

მოძრაობა 350.ორგ და სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” ქუთაისში, საერთაშორისო კამპანია “ქალაქები სიცოცხლისათვის” ფარგლებში მოქმედების დღეს მართავს. ფორუმში რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ 350.ორგ რეგიონული კოორდინატორი, ეკო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

“ჩვენ მოვიწვიეთ სპიკერები, რომლებსაც შეხება აქვთ ამ თემებთან და ისინი თავიანთ მოსაზრებებს და გამოცდილებას უზიარებენ ფორუმით დაინტერესებულებს. ჩვენი ორგნიზაცია არის 350.ორგ-ის ერთადრთი წარმომომადგენელი საქართველოში. ყოველთვის ვართ ჩართული საერთაშორისო აქციებში და გლობალური პრობლემატიკის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში. ჩვენ გამოვეხმაურეთ დონალდ ტრამპის განცხადებას და მოვამზადეთ პოსტერი, სადაც ვამბობთ, რომ ტრამპი არის კლიმატური კრიმინალი და ეს პოსტერი გავრცელდა 350.ორგ-ის მეშვეობიტ მტელს მსოფლიოში”,- განაცხადა “თაობათა დიალოგის” გენერალურმა მდივნმა გვანცა თოთაძემ.

კლიმატის მდგომარეობის შესახებ მსოფლიოში არსებულ სიტუაციასა და საქართველოს მდგომარებაზე ისაუბრა 350.ორგ ის რეგიონულმა კოორდინატორმა.

“ქალაქების ზრდასთან ერთად იზრდება გამონაბოლქვის რაოდენობა. მცირდება მსოფლიოს ქალაქები მწავნე ზოლები და მშენებლობებია ამის მიზეზი. შეგვიძლია ვთქვათ , რომ 500 პროცენტით გაიზარდა რემისიების რაოდენობა ატმოსფეროში. იუნეფმა ჩაატრა კვლევა, რომლის მიედვიტაც სითბური გამოვლინებები 4,4 მეთედზე მოდის საქართველოს მოსახლეობის ერთ სულ ადამიანზე, თუმცა თუ შევადარებთ მას ამერიკის მონაცემებს, სადაც 1 სულ ადამიანზე 25 მოდის, ეს დიდი გავლენას ვერ ახდენს”,- განაცხადა -350.ორგ-ის რეგიონულმა წარმომადგენელმა სვეტლანა რომანკომ

ქუთაისში მდინარე რიონისა და ორასკურის დაბნძურების საკითხზე გაამახულა ყურადღება ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ხვიჩა ვაშაყმაძე, ხაზი გასუვა იმას, რომ მდინარე ოღასკურა თითქმის იგივე საფთხის შემცველია რაც თბილისში მინარე ვერეს ადიდებამ გამოიწვია. მან აგრეთვე სკვერებისა და გამწვანების საკტხებზე ისაუბრა. ხვიჩა ვაშაყმაძემ ყურადღება ასევე სკვერებზეც გაამახვილა.

“მე არ ვიცი სკვერი ქუთაიში გარდა ცენტრალური ნაწილისა, რომელიც არ გასხვისდა. ყველას კარგად გახსოვთ ნინოშვილის სკვერის ტერიტორია, სადაც მაღლივი კორპუსი აშენდა. ამჯამინდელი ხელისუფლება ამბობს, რომ ეს წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა, თუმცა მშნებლობის ნებართვა არსებული ხელისუფლების მიერ გაიცა. ნინოშვილის ბაღი, რომელიც არის ქალაქის ერთ-ერთი მინშვნელოვანი წერტილი გადაიქცა ამ კორპუსის საკუთარ ეზოდ. ასევე არის სხვა სკვერებიც ქალაქში. რომელტა ნაწილიც კომერციული სარგებლობისთვის ბიზნესს გადაეცა, გარკვეულ ნაწილში აშენდა ეკლესიები. მესმის, რომ კარგია ეკლესია, სულიერება, მაგრამ თუ კი გარემო არ გვექნება ჯანსაღი და არ იქნება მწვანე საფარი მარტოს სულიერება ვერაფერს გვიშველის”, – განაცხადა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ადგლობრივი თვითთმმართევლობიდან ფორუმს ქუთაისის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსს პაატა კლდიაშვილი ესწრებოა, რომელმაც აღნიშა, რომ ქალაქში გამწვანების, ჰაერის სისუფთავის დაცვა ისე ხორციელდება როგორც ამის საშუალებას ბიუჯეტი იძლევა. მისი თქმით, მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ ქალაქში ტრანსპორტი გახდეს მუნიციპალური.
ეკო ფორუმი, რომლის მიზანია გაანალიზოს ქუთაისში კლიმატის მდგომარეობა და აჩვენოს გადაჭრის გზები ხვალ დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *