სკოლის დირექტორს, თურქეთის მოქალაქეს მუსტაფა ემრე ჩაბუქს

მშობლემბა და პედაგოგებმა თანადგომა გამოუცხადეს, მათ ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას სთხოვეს დატოვონ ემრე ჩაბუქი თავის “მეორე სამშობლოში”. სკოლის დირექტორს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს ედავებიან.

“ადამიანს, რომელსაც პატრულისაგან ჯარიმაც კი არ მისვლია არასოდეს, ადანაშაულებენ ტერორიზმში, რაც აბსურდია. ძალიან სასახილო ბრალდებებია და სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის ღირსება შეილახა. მას ათასობით ბავშვი ჰყავს გამოზრდილი. ჩვენი მოთხოვნაა, გვესმის სახელმწიფოებრივი პარტნიორობის, მაგრამ მნიშვნელოვანია, თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული.  ამ ადამიანს ოჯახი, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. 20 წელია ისინი საქართველოში ცხოვრობენ. ჯერ ბათუმში მოღვაწობდა და შემდეგ ქუთაიში”, – განაცხადა ქუთაისის ნიკო-ნიკოლაძს სახელობის სკოლა-ლიცეუმის საზოგადოებრივ-მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელმა ნოდარ ჭუმბურიძემ.
“ქუთაისი და ქუთაისელები გულთბილად იხსნებენ გულისხმიერებით გამორჩეულ სანდომიან მუსტაფა ემრე ჩაბუქს. გვჯერა ხელისუფლების სამართლიანობის. დატოვეთ ბატონი მუსტაფა თავის მეორე სამშობლოში”,- აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის მშობლები და პედაგოგები.
ბრიფინგზე იმყოფებოდა საია-ს ქუთაისი ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი სანტურიანი, რომელმაც განაცხადა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი პატიმრობაში დაუსაბუთებლად იმყოფება.

“მუსტაფა ემრე ჩაბუქი იმყოფება პატიმრობაში. მივიჩნევთ, რომ პატიმრობის გამოყენება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და ზედმეტად მკაცრი. არსებობს და არსებობდა შესაძლებლობა, რომ გამოყენებულიყო ნაკლებად მკაცრი ზომა – გირაო, მაგრამ ყველაზე მკაცრი ზომა გამოყენეს.  ასევე,ძალიან მნიშვნელოვანია ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისას, სახელმწიფომ გაითვალიწინოს ის ყველა შესაძლო რისკი, რაც ამგვარ ღონისძებას შეიძლება მოჰყვეს. ასევე შესაძლებელია ბატონი ჩაბუქი დაექვემდებაროს სხვადასხვა არასათანადო მოპყრობის ფორმას. მნიშვნელოვანია, საკითხის გადაწყევტა მპოხდეს სრულყოფილად და არ დაირღვეს ადამიანის უფლებები”, – განაცხადა საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა.

როგორც ცნობილია მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის 25 მაისს დააკავეს და ის 3 თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *