ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ფეხით მოსიარულე ადამიანს თავს დაესხნენ.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ მოქალაქეს, რომელსაც ხელში ჩანთა ეჭირა,  უცნობი მამაკაცი დაესხა თავს და მისი წართმევა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მენეჯერია.  თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ინცინდენტის დროს ჩაიმსხვრა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მინა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები.
შიმაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ და  აცხადებენ, რომ გამოძიება 178-ე მუხლის მე-19 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძარცვის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *