წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი

კონკურსს 13 ივნისიდან 2017 წლის 22 ივნისის ჩათვლით 8 ვაკანტურ თანამდებობებზე აცხადებს :
ტურისტული პროდუქტისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მენეჯერი;
საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი;
ტურიზმის სტიმულირებისა და ბრენდის განვითარების კოორდინატორი;
ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის კოორდინატორი;
საინფორმაციო მომსახურეობის ტურ-ოპერატორი;
საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი;
საფინანსო-ეკონომიკური და შესყიდვების მართვის კოორდინატორი;
ლოჯისტიკის მართვის კოორდინატორი.
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: ა) განცხადებების გადარჩევა; ბ) გასაუბრება. კონკურსში მონაწილე კანდიდატს უფლება აქვს კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად, არაუმეტეს სამ ვაკანსიაზე და მიუთითოს სასურველი ვაკანსიის დასახელება. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, Tskaltubo.centertourism@gmail.com აუცილებლად უნდა ატვირთონ: ა) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია – (ჩV) ქართულ ენაზე; გ) სამოტივაციო წერილი; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. დ)სასურველია სამუშაო გამოცდილების დამადასტურებლი დოკუმენტი. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 22 ივნისი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *