ბუხაიძის ქუჩის მაცხოვრებლები სასამართლოში შეტანილი სარჩელით

ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც კაფე ”ფლამინგოს” მეპატრონეს ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე სკვერის ნაწილი გადაეცა.

“2 ივნისიდან ვაპროტესტებთ კომერციული ფართის მშენებლობას, რადგან იმ სკვერის გარდა სადაც მშენებლობა უნდა განხორციელდეს ჩვენ სხვა სკვერი არ გვაქვს. მივმართეთ მერიას თუმცა მხოლოდ ზეპირი შეთანხმება მოგვცა, მაგრამ მოგეხსენებათ ზეპირი შეთანხმება კანონში არ გამოიყენება, ამიტომ ვითხოვთ გაუქმდეს საკრებულოს გადაწყვეტილება და სასამართლოს ვთხოვთ, რომ აღნაგობის უფლება რომელიც რეესტრში დარეგისტრირებული მოეხსნას,”-განაცხადა ბუხაიძის ქუჩის მკვიდრმა ეკა გოქსაძემ.

ბუხაიძის გამზირის N16 და N18 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას ასევე შეუერთდათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა შალამბერიძე და საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *