განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (KEDEC) ორგანიზებით,

ევროკავშირის პროექტის: “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, იმერეთში მოქმედი ორგანიზაციებისთვის პროექტის საქმიანობის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო რეგიონალური ,,ჰაბების” შერჩევის კრიტერიუმები და პროცედურები. რეგიონალური ,,ჰაბების” შექმნა საქართველოს 10 რეგიონში წარმოადგენს ამ პროექტის ერთ–ერთ ინოვაციურ კომპონენტს, რაც თავის მხრივ მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას რეგიონებში.

,,ჰაბი” იქნება ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი რეგიონში. რეგიონალური ,,ჰაბების” ინსტიტუციონალურ და ტრენინგებით მხარდაჭერას უზრუნველყოფს კონსორციუმი.

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა აქტორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *