ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალის წინ მოქალაქე ოთარ ხმელიძემ

ბანკის მიერ სესხზე დარიცხული მაღალი პროცენტები გააპროტესტა. ოთარ ხმელიძე განმარტავს, რომ მას სესხი 17 000 ლარი აქვს აღებული.

“10 დღე დამაგვიანდა თანხის შეტანა, ხოლო ჩემმა კრედიტ-ოფიცერმა მითხრა, რომ 40 დღე იყო გადაცილება და ახლა ბანკი 40 000 ლარს მთხოვს. 4000 ათასი ლარი უკვე შეტანილი მაქვს, მეუბნებიან რომ სახლს აუქციონზე გამიყიდიან, მე ამხელა ჯარიმები საიდან დამიწერეს,”-განაცხადა ოთარ ხმელიძემ.

ბანკის მიერ მომხარებელზე მაღალ პროცენტში გაცემული სესხები გააპროტეტსტა პარტია “თავისუფალი საქართველოს” ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ.

” ბანკები წურბელებით წოვენ სისხლს პირდაპირი მნიშვენობით. როგორ შეიძლება ბანკმა გამოაცხადოს რომ მოგება ნახა 40 მილიონი, როცა ქვეყანა არ ვითარდება,”-განაცხადა გოგი წულაიამ.

საქართველოს ბანის ქუთაისის ფილიალში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *