ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის

სოციალური საცხოვრისის მოწყობა დასრულებულია და ამ ეტაპზე ეზოს და მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც რომელიც ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით,  289 000 ლარი ჯდება.

“მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საბინაო სამსახურის უფროსთან და თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. აღნიშნულ ადგილზე 4000კვ.მ დაწნეხილი ფილები იგება. ეზოსთან ახლოს ასევე მოეწყობა სპორტული მოედანი. კორპუსი, სადაც უსახლკაროები იცხოვრებენ 4 სართულიანია. საცხოვრებელი ფართით 48 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდება.
სოციალური საცხოვრისისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ნახევარი ლარი გამოიყო. საცხოვრისის მშენებლობა უპრეცენდენტო შემთხვევაა. შენობა მერიის მფლობელობაში დარჩება და ის არ გადაეცემა ოჯახებს როგორც საკუთრება. ფართები იქნება დროებით სარგებლობაში და როცა მოქალაქის მდგომარეობა გაუმჯობესდება იმ ფართს სხვა გაჭირვებული ადამიანი გამოიყენებს”, – აღნიშნულია ქუთაისისის მერიისმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღი უცნობია, თუ როდის მოხდება ბენეფიციარების შესახლება თავშესაფარში. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე კომისია მუშაობს, პროცესისი დასრულების შემდეგ კი ბენეფიციარების შესახლება დაიწყება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *