გარდაცვლილის ოჯახის წევრები გივი მაჩაიძის

მკვლელობის ფაქტის დროულ გამოძიებას და დამნაშავის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას მოითხოვს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული.ოჯახს ეჭვი აქვს რომ თავდასხმა ფულის გამოძალვის მიზნით მოხდა.

“ხელფასისის ასაღებად წავიდა ჩემი ძმა, მე მან დამირეკა 27-ში ცოტა ნასვამი იყო, ვუთხარი არ ცახვიდე და მე მანდ ჩამოვალ და ერთად მივიდეთ მეთქი, არ დამიჯერა და გამითიშა ტელეფონი. მეორე დღეს რომ დავურეკე
ზარო როგორც კი გავიდა ტელეფონი გაითიშა, იმის შემდეგ არ ჩანს,”-განაცხადა გარდაცვლილის დამ.

ამ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო სამინისტრომ.

29 ივნისს გენერალურ საკონსულოში, სტამბოლის პოლიციის განყოფილებიდან შემოვიდა წერილობითი შეტყობინება, 28 ივნისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით საქართველოს მოქალაქე გივი მაჩაიძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. დაჭრილი მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოქალაქე დაკავებულია, გადაყვანილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება”,- ნათქვამია განცხაებაში

გარდაცვლილს საქრთველოში დღეს გვიან ღამით გადმოასვენებენ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *