ქუთაისის მერიაში “მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრმა”, ევროკავშირის პროექტის

– “ქალაქ რუსთავში სამი საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტის მიღების და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირების მიზნით” – ფარგლებში, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრას გამართა.

შეხვედრაზე ისაუბრეს თანამედროვე, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც პროექტის ფარგლებში დაინერგა რუსთავის საბავშვო ბაღებში.

“ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ენერგოეფექტურ რეკონსრტუქციაზე. უკვე ორი ბაღი სრულყოფილად შევასრულეთ. პროექტი, თავის მხრივ, ეკონომიურია 67 % ამცირებს ხარჯებს და ამასთანავე ჩატარდა ისეთ ბაღებში სადაც სამუშაობი წლებია არ ჩატარებულა,”-განაცხადა “მდგრადი განვითარების და პოლიტიკის ცენტრის” დირექტორმა, კარინა მელიქიძემ.

შეხვედრის მიზანი ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის გამოცდილების გაზიარება და მათი ენერგოეფექტური პროექტებით დაინტერესებაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *