პროექტის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ისეთ თემებს, როგორიცაა საცხოვრებლის მართვა

და ენერგოეფექტური სანაცია, აგრეთვე, ადაპტირებული საცხოვრებელი გარემო მრავალბინიან სახლებში.

გამოავლინოს ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვის შეზღუდვები და შესაძლებლობები აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საცხოვრებელ ფონდში.

მხარი დაუჭიროს რეფორმებს საცხოვრებელ სექტორში და გაამყაროს სამოქალაქო საზოგადოების როლი, როგორც სადამკვირვებლო ინსტიტუტის.
აამაღლოს მონაწილეთა კვალიფიკაცია სემინარების, სამუშაო შეხვედრების და საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიებების საშუალებით.
აამაღლოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოტენციალი ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად.

გააუმჯობესოს ურთიერთობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლების ორგანოებს შორის ცენტრალურ,რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე.
წაახალისოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რათა მათ პოლიტიკურ დონეზე აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მრავალდონიანი მართვის მიდგომების მხარდაჭერის პროცესში და, ამავე დროს, გაამყარონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, გაერთიანებები,როგორც მნიშვნელოვანი აქტორები განვითარების დაგეგმარებაში. გაამყაროს თანამშრომლობა გერმანულ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის და ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის წარმომადგენლები.

ქუთაისის საბინაო სამსახურის უფროსისი ვლადიმერ ნაკაშიძის თქმით მთავარი პრობლემა ბინათმესაკუთრეთა არაინფორმირებულობაა.

“ხშირ შემთხვევაში ბინათმესაკუთრეებს ჰგონიათ, რომ ყველაფერი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გააკეთოს, არადა არის საკითხები, რომლის მოგვარება მათ ევალებად,”-აცხადებს ვლადიმერ ნაკაშიძე.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა რესურს-ცენტრები, რომლის მიზანია მოქალაქეების ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლება მესაკუთრეთა ქონებრივიუფლებების საკითხებზე. მოსახლეობას საშუალება აქვს კონსულტაციები გაიარონ არსებულ რესურს-ცენტრებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *