ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის

აღმოსავლეთ ევროპის ოფისი (NIMD EEN) “დემოკრატიის სკოლაში” წელს მეშვიდე ნაკადს ელოდება. ახალი სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც მომავალ ნიმდელებს იმ შესაძლებლობების შეახებ ესაუბრნენ, რასაცა მათ დემოკრატიის სკოლა სთავაზობს.

“წარვადგინეთ დემოკრატიის სკოლის სასწავლო პროგრამა. სკოლა ქუთაისში წლებია ფუნქციონირებს და მეშვიდე ჯგუფს დააკომპლექტებს წელს. სკოლა თანაბრად დააინტერესებს პოლიტიკით, ესენი შეიძლება წარმოადგენდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგნელებს, ჟურნალისტები იყვნენ, ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულები ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ყველა დაინტერესებული პირისთვის აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 28 ივლისამდე,”- განაცხადა განათლების პროექტის ხელმძღვანელმა მარიამ ჩიხლაძემ.

ახალი სასაწავლო პროგრამის პრეზენტაციას დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებიც ესწრებოდნენ.

“ყველა ქალაქში სადაც NIMD-ს აქვს სკოლები პრესტიჟულია მოხვედრა. თავის დროზე ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ახალგაზრდებს შორის რომ მოვხვდი. იმ 6 თვის განმავლობაში რაც აქ გავატარეთ ძალიან ბევრი უნარი შევიძინეთ და ეს მე როგორც საჯარო მოხელეს ძალიან გამომადგა. მნიშვნელოვანია ის ცოდნა და კონტაქტები რასაც ამ სკოლაში სწავლის დროს იღებ”, – ამბობს დემოკრატიის სკოლის ერთ-ერთი კურსდამთავრებული, მერიის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი თამუნა ნიკოლეიშვილი.

დემოკრატიის სკოლები წარმოადგენს ინტენსიურ საგანანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტების და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის.
დემოკრატიის სკოლების მისიას ხარისხიანი განათლების და დამატებითი რესურსებისიდამი წვდომის გაზრდის გზით აქტიური მოქალაქეების ხელშეწყობა და დემოკრატიული საზოგადოების განვითარება წარმოადგენს.

სატრენინგო პროგრამა 4 ძირითად მოდულს ფარავს:

უნარები: დემოკრატიის ძირითადი პრინციპები, კომუნიკაცია, პროფესიული წერა, საჯარო დებატები, ინტერნეტი.

დემოკრატიული საზოგადოება: მოქალაქეობა, სამოქალაქო საზოგადოება, ერი ნაციონალიზმი და უმცირესობები, რელიგია და დემოკრატია, მედია, გენდერი.

დემოკრატიული მმართველობა: კონსტიტუციონალიზმი და სახელმწიფო მოდელები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკური პარტიები, საარჩევნო სისტემები, ადგილობრივი თვითმმართველობა, დემოკრატიზაციის საერთაშორისო კონტექსტი.

მონაწილეობა და ლიდერობა: დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმები, ლიდერობა, ამომრჩევლის უფლებები და პასუხისმგებლობები, ადვოკატირება, სამოქალაქო პროტესტი, ბიუჯეტირება, პროექტების მომზადება და მართვა, მონიტორინგი.

პროგრამა მოიცავს 150 საკონტაქტო საათს. ტრენინგები ჩატარდება სამუშაო დღეებში, კვირაში ორჯერ. ყოველი სატრენინგო დღე 5 საათიანია. კურსის ხანგრძლივობა 5 თვეს შეადგენს.
მონაწილეებისთვის სავალდებულოა სრულ კურსზე დასწრება.

პროგრამის კურსდამთავრებულები ასევე მონაწილეობას მიიღებენ ნიმდის მცირე გრანტების კონკურსში, ერთობლივ კონფერენციებში და სხვა ღონისძიებებში.
მონაწილეების შერჩევა აპლიკაციების და ინტერვიუების საფუძველზე მოხდება.

აპლიკაციის ფორმის შესავსებად ეწვიეთ ბმულს: დემოკრატიის სკოლა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *