ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის” და მასთან არსებული “ქალთა კლუბი”

10 წლისაა. საიუბილეო ღონისძიება დღეს საღამოს, ქუთისში 18:30 საათიდან დაიწყება.  სტუმრების მიღება სასტუმრო კომპლექს “ბაგრატი 1003″_ში ფოტოსესიით დაიწყება მოწვეულ სტუმრებთან ერთად. ორგანიზაციისა და კლუბის ათწლიანი მუშაობის პრეზენტაციის შემდეგ კი მსმენელები მწერალ დათო ტურაშვილის ლექციას “საუბრები ქუთაისზე” მოისმენენ, რის შემდეგაც, “ბაგრატი 1003”-ის ტერასაზე მოხდება კლუბის ახალი თავმჯდომარისა და წევრების არჩევა. საღამო ნიგერიელი სტუდენტების კონცერტის თანხლებით გაიმართება. საიუბილეო საღამოს სპეციალური სტუმარია საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *