წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების

შესაბამისი 2 კორპუსის მშენებლობა 2016 წლის სექტემბერში დაიწყო. 7 734 243 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ორნამენტი” აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს რომ პრობლემები ბუნებრივმა მოვლენებმა შექმნა, საძირკველში წყალი ჩადგა და მშენებლობა შეუძლებელი იყო.
მშენებლობის ადგილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მოინახულეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *