დღეისთვის მაკდონალდსის ქსელში საქართველოს მასშტაბით

876 ახალგაზრდაა დასაქმებული,- ამის შესახებ აღნიშნულია რადიო ძველი ქალაქისათვის” მოწოდებულ ინფორმაციაში. აქვე აღნიშნულია, რომ მათი საშუალო ასაკი 20-22 წელია. ქუთაისში დღეს “მაკდონალდსი” ოფიციალურად გაიხსნება.
“სწორედ უპრეცედენტო მასშტაბის გამო, ქუთაისის მეორე “მაკდონალდსს” გაორმაგებული ინვესტიცია მოხმარდა, რაც 6 171 000 ლარს შეადგენს. დღეისთვის მაკდონალდსის ქსელში საქართველოს მასშტაბით 876 ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. კომპანიის მიერ გახსნის დღიდან საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 67 106 418 ლარს შეადგენს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“”მაკდონალდსის” ახალი რესტორნის პროექტის შემუშავების პროცესში გერმანელ და ავსტრიელ არქიტექტორებთან ერთად ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართულები. რესტორნის დიზაინი და პროექტის შესრულება ავსტრიულ კომპანია Schloffer-ს ეკუთვნის, სამზარეულო კი შვეიცარიული კომპანია Franke-ს დანადგარებით აღიჭურვა. ახალი რესტორანი სტანდარტულზე დიდი ზომისაა და სტუმრების დარბაზებთან ერთად, დაბადების დღის და ბავშვებისთვის განკუთვნილ ოთახებსაც აერთიანებს. რესტორნის ინფრასტრუქტურა თავიდან ბოლომდე შშმ პირებზეა ადაპტირებული, მისი მშენებლობისთვის გამოყენებული ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ბუნებრივი სამშენებლო მასალები კი სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.”- წერია ინფორმაციაში. 

რესტორნის ოფიციალური გახსნის ცერემონია და პრესკონფერენცია 15:00 საათზე გაიმართება, რომელსაც მთავრობის, ამერიკული საინვესტიციო კომპანია OPIC-ის და “მაკდონალდსის” წარმომადგენლები დაესწრებიან. ახალი რესტორნის მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე “მაკდონალდს საქართველოს” პრეზიდენტი —  თემურ ჭყონია, OPIC-ის დირექტორი — კენეტ ენჯელი, “მაკდონალდსის” გენერალური დირექტორი —თენგიზ კაპანაძე და ქუთაისის მერი — შოთა მურღულია ისაუბრებენ. ახალი რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის მოედანზე, 18:30-ზე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფ “33ა” კონცერტს გამართავენ, რომელიც გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *