ქუთაისში კაფე-ბარ “ფლამინგოს” დემონტაჟი მიმდინარეობს. რადიო “ძველ ქალაქთან” კაფე-ბარის მეპატრონე კახა მეფარიშვილი

განმარტავს, რომ ჯერ-ჯერჯერობით უცნობია თუ სად განათავსებს აღნიშნულ ობიექტს.

” ჯერ-ჯერობით ჩემთვის ახალი ადგილი ქუთაისის მერიას არ შემოუთავაზებია, ამიტომ არ ვიცი სად მოხდება “ფლამინგოს” გადატანა,”-აცხადებს კახა მეფარიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მერიამ “ფლამინგოს” განთავსების ადგილი “კინო-საქართველოს” პარკირებისთვის გადასცა, ხოლო “ფლამინგოს” მეპატრონეს ამ ადგილის სანაცვლოდ, ადგილი ბუხაიძის ქუჩაზე გამოუყო.

ბუხაიძეზე სადაც “ფლამინგო” უნდა განთავსებულიყო მოსახლეობამ მშენებლობა გააპროტესტა და კაფე-ბარის მეპატრონეს მშენებლობის უფლება არ მისცეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *