ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის

რეგიონული ბიუროს ორგანიზებით მორიგი საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე: სამართლიანიბის ახალი ჩარჩოები: გენდერისა და კანონის გადაკვეთა. მომხსენებლები იყვენენ საიას იურისტი თამარ დეკანოსიძე, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე ფიქრია ხაჭაპურიძე. მოდერატორი ქეთევან ბერძენიშვილი. მომხსენებლებმა იმსჯელეს თემებზე: რა პოტენცია აქვს გენდერული სამართლიანობის პრინციბების კანონმდებლობაში გატარებას, როგორი უნდა იყოს გენდერულად მგრძნობიარე კონსტიტუცია, რა გამოწვევების წინაშე დგება ფემინისტური პოლიტიკა, როდესაც იგი ინსტიტუციონალიზებულია, როგორია გენდერული სამართლიანობის ალტერნატიული ჩარჩო, რომესაც საკანონმდებლო განზომილება სცდება.
“ჩვენი ორგანიზაცია მუშაობს გენდერისა და სამართლის თემაზე. საქართველოს კანონმდებლობა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან მიმართებით და ეს გამოიწვია 2014 წელს სტამბოლის კონვენციის ხელმოწერამ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ, რომლუს რატიფიცირებაც წელს, მაისში, მოხდა. საქართველოს კანონმდებლობაში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები, რომელთა თანახმადაც საქართველოს კანნმდებლობა ცნობს ისეთ ქმედებებს, რომლებიც ადრე არ იყო გათვალისწინებული. მაგალითად, ადევნება, ქალის სასქესო ორგანოს დასახიჩრება, ქორწინების იძულება. შეიცვალა აგრეთვე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული მუხლები. ჩვენთან ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მომართვიანობა არის ძალიან დიდი. ძირითადად კონსულტაციების კუთხით და ქალები ითხოვენ წარმომადგნლებს სასამართლო პროცესებზე. საქმეებს ვაწარმოებთ, როგორც საქართველოში ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, გაეროს ქალტა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტში. კვლავ გამოწვევად რჩება ის, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე კიდევ არის გასატარებელი მთელი რიგი ცვლილებები. ასევე არის გამოწვევა ის, რომ სტამბოლის კონვენციის შედეგად საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა, მათ უნდა მოჰყვეს ეფექტური აღსრულების მექანიზმი”, – განაცხადა საიას იურისტმა თამარ დეკანოსიძემ.

აღსანიშნავია ის, რომ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალბატონები თითქმის საერთოდ არ არიან წარმოდგენილი, თუ არ ჩავთვლით საკრებულოს სამ დეპუტატ ქალბატონს ლელა ქელბაქიანს, ნატო ქათამაძესა და ირმა პეტრიაშვილს. ქუთაისის სამივე ვიცე მერი მამაკაცია, ადგილობრივ თვითმმართველობაში ყველა სამსახურის უფროსიც ასევე მამაკაცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *