ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით

სმენა დაქვეითებული პირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნების” იმერეთის ოფისის კოორდინატორი თეონა გოგიშვილი უძღვებოდა.

“ჩვენ შეხვედრის მონაწილეებს არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ, ავუხსენით თუ რატომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნებში მონაწილეობის მიღება თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა, რადგან რაც უფრო მეტია აქტივობა, მით უფრო ნაკლებია გაყალბების შანსი,”-განაცხადა თეონა გოგიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *