არასამთავრობო სექტორის

ყოველთვიური შეხვედრა გაიმართა, სადაც თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ახლოვდება არჩევნები, შესაბამისად ივლისის თვის ერთ-ერთი მთავარი საკითხიც არჩვენები იყო.

“საარჩევნო მონიტორინგის წარმოება დავიწყეთ 1 ივნისიდან. მონიტორინგს ვახორციელებთ როგორც იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში , ისე რაჭა-ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად ცხელი ზაფხულისა, ინტენსიური შეხვედრები გვქონდა. ვუმასპინძლეთ 25 კოალიციას “ჩვენ ერთად დავძლიოთ ომის შედეგები. გვყვავდა ბევრი სტუმრები, მათ გავუზიარეთ გამოცდილება იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტების ტრანსფორმაციასთან დაკავშრებით”, – განაცხადა საია – ს ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორმა და საიას ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნოდარ ჯიქიამ.

საარჩევნო პერიოდზე გაამახვილა ყურადღება “სამართლიანი არჩევნების” რეგიონალური ოფისის კოორდინატორმა თეონა გოგიშვილმა.

” “სამართლიან არჩევნებს” ჰქონდა ძალიან აქტიური პერიოდი. ვხვდებოდით ყველა მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებს საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. ვაცნობდით რისი უფლება აქვთ, რა არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, როგორ უნდა იყვნენ საარჩევნო პროცესში ჩართულები და რისგან უნდა შეიკავონ თავი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად საარჩევნო პროცესი არ დაწყებულა, ჩვენ მაინც დავიწყეთ მონიტორინგი იმიტომ, რომ პარტიები აქტიურდებიან, სამომავლო გეგმებს სახავენ, საოლქო-საარჩევნო კომისიებშიც მიმდინარეობს გარკვეული საქმიანობები. ჩვენი დამკვირვებლები გავიდნენ უკვე საველე სამუშაოებზე და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ ანგარიშების შეჯამებას და მივაწვდით პერიოდულად საზოგადოებას”, – განაცხადა თეონა გოგიშვილმა.

ფოტო: არქივიდან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *