ქუთაისში მოქალაქემ საქართველოს ბანკთან

შიმშილობა დაიწყო. ოთარ ხმელიძე ამბობს, რომ მას სესხი 17 500 ლარი აქვს აღებული. ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გადახდა 10 დღით დაუგვინდა და შემდეგ თანხის გადახდის საშუალება არ მისცეს.

“გამოვიტანე 17 ათას 500 ლარი. 6 თვეში 3 ათას 600ლარი დავფარე. სამი თვე რომ შეწყდა პროცესი დავის გამო და ვერ მომირიგდნენ, ბინა გადმოგვიფორმეო. რომ არ გადავუფორმე 100 ლარი კიდე დამემატა პროცენტი. რომ მივედი 10 დღე მაქვს ვადაგადაცილება და გადახდა მინდა-თქო 40 დღე გაქვს ვადაგადაცილებაო, კრედიტ ოფიცერმა მითხრა გადაცემულია პრობლუურსო და თანხა აღარ შემატანიეს”,- ამბობს ოთარ ხმელიძე.

მისი სახლი აუქციონზე გაიტანეს.  თუმცა, როგორც მოქალაქე ამბობს, მოგვიანებით ბანმა აუქციონი თავად შეაჩერა. აუქციონის შესახებ კი ბანკიდან მისთვის არ უცნობებიათ. ოთარ ხმელიძე ამბობს, ბანკმა მას ახალი მორიგება შესთავაზა, თუმცა ამ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას არ არიპრებს კაბალური პირობების გამო.

საქართველოს ბანკის შენობასთან მოქალაქის მხარდასაჭერად მივიდნენ მოქალქეები, იპოთეკური სესხით დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი დარეჯან სულაქველიძე და პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია.

რადიო “ძველი ქალაქი” საქართველოს ბანკს დაუკავშირდა. გვითხრეს, რომ საკითხზე წერილობით გვიპასუხებენ. შესაბამისად, რადიო “ძველი ქალაქი” პასუხს მიღებისთანავე მოგაწვდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *