ქუთაისში, ოთარ ხმელიძის პროტესტთან დაკავშირებით,

რომელიც საქართველოს ბანკს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს, ბანკში აცხადებენ, რომ მსესხებელი ვალდებულებას ამ დრომდე არ ასრულებს. გთავაზობთ საქართველოს ბანკიდან გამომგზავნილ კომენტარს უცვლელად:

“აღნიშნულ, მომხმარებელს საქართველოს ბანკში, ერიცხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი. აღნიშნული სესხი დიდი ხანია იმყოფება ვადაგადაცილებაში, შესაბმისად ბანკმა ვალდებულების დიდი ხნით გადაცილების გამო დააკისრა სესხის სრულად დაფარვა. მიუხედავად ამისა, მომხმარებელს ბანკმა გაუკეთა შეღავათები და შესთავაზა სხვადასხვა გზა სესხის დროულად დაფარვის. ამ დრომდე მსესხებელი არ ასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას”,- აღნიშნულია საქართველოს ბანკის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

ოთარ ხმელიძე ამბობს, რომ შეუძლიათ ბაკში სატელეფონო საუბრები გაასაჯაროვონ.

ქუთაისში, საქართველოს ბანკთან, ახალგაზრდა მეორე დღეა შიმშილობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *