ქუთაისში, მერიის

პრესსამსახურის ინფორმაციით,  ვაკისუბანში რამდენიმე ქუჩაზე შიდა გზების კეთილმოწყობის სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე ხუნდაძის ქუჩის ზედა და ქვედა ნაწილის 1,5 კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის ფილები იგება. პროექტის ღირებულება 500 000 ლარს აჭარბებს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

“აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული გზის საფარი ტრანსპორტის გადაადგილებას ართულებდა, რის გამო მაღალი იყო ავტომობილების დაზიანების საფრთხე. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ექნება განახლებული გზა, რაც გააუმჯობესებს მგზავრებისთვის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას.
მიმდინარე სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან ვიცე გუბერნატორ გიორგი ჭიღვარიასთან, მერის მოადგილესთან გია დალაქიშვილთან ერთად დაათვალიერა.
ქუთაისში აქტიურად მიმდინარეობს, როგორც შიდა გზების მოწესრიგება, ასევე წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი, სოციალური და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია”, – აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *