ქუთაისის მერი შოთა მურღულია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი

მაყვალა ფინთიხაშვილის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“სამწუხარო ფაქტი მოხდა ჩვენს ქალაქში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა ააიპ ,,სპეციალური სერვისების” თანამშრომელი. დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ მაყვალა ფინთიხაშვილის გარდაცვალების გამო. ის ყოველდღიურად ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავდა და ღირსეულად, მაღალი პასუხისმგებლობით, მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ქალაქს.გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ.დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი თვითმმართველობა და ააიპ ,,სპეციალური სერვისები” გაიღებს,” განაცხადა შოთა მურღულიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალბატონი გარდაიცვალა.შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. მოქალაქე “სპეციალური სერვისების” თანამშრომელი იყო.როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალბატონს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის ქუჩას ასუფთავებდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *