საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომში

დაღუპულები ქუთაისშიც გაიხსენეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და მათი სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრნენ, რომელიც ქუთათელ-გაენათელმა მეუფე კალისტრატემ აღავლინა.
მემორიალთან ჯარისკაცები და დაღუპული გმირების ოჯახის წევრებიც მოვიდნენ.
ქალაქის ხელისუფლებამ დაღუპულთა ოჯახებს 1000 -1000 ლარი გადასცა.

“როგორც მთელს ქვეყანაში, ჩვენც ქუტაისში პატივი მივაგეთ იმ გმირების ხსოვნას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლას შეეწირნენ. იათ ოჯეხებს, რომლებიც ბრძოლაში დაიღუპნენ ჩვენი ქალაქიდან შესაბამის დახმარებას ყოველწლიურად ვუწევთ. ეს არის თითოეულ ოჯახზე 1000 ლარი, რაც რათქმაუნდა მცირედი არის. ჩვენ სხვადასხვა პროგრამები შევიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ კიდევ მეტია გასაკეტებელი”, – განაცხდა ქალაქი მერმა შოთა მურღულიამ.

ომში დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. ომის შედეგად, სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში 30 000-მდე მოქალაქე ცხოვრობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *