პროკურატურა ქუთაისის მერს

“ეს.ემ.კა” – ს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს. პროკურატურას კომპანიის მუშაობით დაინტერესებისკენ პარტია “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ მიმართა.

“შემდგომი რეაგირებისათვის გეგზავნებათ მოქალაქე გიორგი წულაიას განცხადება, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წყალმომარაგებასთან დაკავშირებით წარმოებული სამუშაოების პროცესში ცალკეული დარღვევების შესახებ.
გთხოვთ, შეისწავლოთ ნამდვილად ხდება თუ არა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ განცხადებაში მითითებული დარღვევების დაშვება. დადებით შემთხვევაში გვაცნობეთ კონკრეტულად რაში გამოიხატება დარღვევები და რა ღონისძიებები ჩატარდება მათ აღმოსაფხვრელად”, – წერია ქუთაისის რაიონული პროკურატურიდან მერისადმი გაგზავნილ წერილში.

“პროკურატურას ვწერ “ეს.ემ.კა” რასაც აკეთებს. მერიიდან და მაღალჩინოსნები მფარველობენ და გამოიძიეთ ვინ მფარველობს-თქო და პროკურატურა მერიას წერს, მომწერე რა დარღვევებიაო. ეს არის აბსურდის თეატრი და მეტი არაფერი”, – ამბობს გოგი წულაია.

მიაწვდის თუა არა მერია, ქალაქი მერი პროკურატურას კომპანიის მუშაობის შესახებ ინფორმაციას, ამ კითხვით ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართეთ. მერიის პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ წერილზე პროკურატურას დადგენილ ვადებში უპასუხებენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *