ქუთაისში სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა შერჩევა სრულდება, ამის შესახებ

ქუთაისის მერის მოადგილემ კონსტანტინე ქავთარაძემ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ქუთაისის ვიცე-მერმა კომისიის მუშაობის 7 თვიანი პერიოდი გააცნო, მერის მოადგილე აღნიშნულ კომისიას თავად ხელმძღვანელობს კომისია კი 30-მდე წევრისგან შედგება.

,, მოხდა პირველ ეტაპზე დაახლოებით 250 განცხადების რეგისტრაცია. კომისიამ გადაწყვიტა რომ საცხოვრისში უპირობოდ შესახლდება 30 ადამიანი, რომლებიც მუდმივი საცხოვრებლის არმქონე პირები არიან. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება მშენებელ კომპანიასთან, რომ დამატებით იყოს შეძენილი ფართები. რათა საერთო ჯამში მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს რეგისტრირებული განცხადებები. ამისთვის დამატებით 1 800 00 ლარი დაიხარჯება . შეფასების წესის საფუძველზე , არსებული ფორმულის შესაბამისად, აქცენტი გაკეთდა 57 000 სარეიტინგო ქულას, ოჯახში შშმ პირების არსებობასა და არასრულწლოვანი ბავშვების რაოდენობაზე. ” განაცხადა კონსტანტინე ქავთარაძემ

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარით დაფინანსდა, ბენეფიციარები საცხოვრისში 5 წლიანი სარგებლობის უფლებით სექტემბრის ბოლომდე შესახლდებიან.

მოქალაქეთა სიები თუ ვის გადაეცემა სოციალური საცხოვრისით სარგებლლობის უფლება ხვალ გახდება ცნობილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *