საზოგადოება
მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
ქუთაისში სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა მედია წარმომადგენლებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე განაცხადეს, რომ ქუთაისში ნიკეაზე არსებული ნაგავსაყრელი ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლისთანავე დაიხურება.

შეხვედრის ორგანიზატორების განხცხადებით ახალი ნაგავსაყრელი რომელიც ჭოგნარში შენდება ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება.

"ვესაუბრებით მოსახლეობას, რომლებიც ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ჩვენ მათ ავუხსენით თუ როგორ იმუშავებს ნაგავსაყრელი და როგორ იქნება დაცული უსაფრთხოების ნორმები,"-განაცხადა ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის წარმომადგენელმა ბენე ბუსტენიმ.

ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოების "მყარი ნარჩენების მართვის კომპანის" მიერ ხორციელდება. რომელიც ფინანსდება საქართველო-გერმანიის თანაშრომლობის, KFW ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონ ლარს შეადგენს.

| Print |