ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, “მაკდონალდსის”

უკან ტაძრის მშენებლობის ადგილი აკურთხეს. ტაძრის მშენებლობისთვის საძირკვლის ჩაყრას, ადგილის კურთხევას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარები დიმიტრი მხეიძე, გენადი მარგველაშვილი დაესწრნენ.
ადგილზე იმყოფებოდა არქიტექტურის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი.

როგორც მეუფე კალისტრატემ განაცხადა, ტაძარი დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ მესამის სახელობის იქნება.

საპატრიარქომ ეკლესის მშენებლობის პროექტი უკვე დაამტკიცა. დოკუმენტი განიხილეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *