საზოგადოება
„სიცოცხლის ფესტივალი“ ქუთაისში
5 ოქტომბერს, 19:30 საათზე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლექსო თორაძისა და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით საზეიმოდ დაიხურება "სიცოცხლის ფესტივალი", რომელსაც უდირიჟორებს მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი. კონცერტზე შესრულდება მორის რაველის უკვდავი შედევრი "ბოლერო" და სერგეი პროკოფიევის კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის N3.
კონცერტი საქველმოქმედოა და ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულიად გადაერიცხება "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას. ბილეთების შეძენა 28 სექტემბრიდან შესაძლებელია როგორც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ასევე ელექტრონულად TKT.ge -ზე.
ფონდი უკვე მეხუთე წელია ჩათულია ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ასამაღლებლად საერთაშორისო მოძრაობაში.
2017 წლის ,,სიცოცხლის ფესტივალი"" სრულად მიეძღვნება სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას. ფესტივალმა სტარტი მესტიაში, პირველ სექტემბერს აიღო და 5 ოქტომბერს საზეიმოდ ქალაქ ქუთაისში ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საქველმოქმედო კონცერტით დაიხურება. ორკესტრთან ერთად ქუთაისელი მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე წარსდგება. ლადო მესხიშვილის თეატრში გამართულ კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს, რომელიც "ბერი ანდრიას სახელობის ფონდის" აქტიური მხარდამჭერია.
"ბერი ანდრიას სახელობის ფონდი" ერთადერთია საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც აუცილებელი პირობაა მათ გამოსაჯანმრთელებლად, მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვის შვიდწლიანმა გამოცდილებამ აშკარა გახადა სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობის აუცილებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება რეაბილიტაციის სრული კურსი ჩაუტარდეთ ბავშვებს.
ფონდის მიზანია კავკასიაში პირველად შეიქმნას სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების სარეაბილიტაციო ცენტრი.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად 50 ბავშვს ესმება ავთვისებიანი სიმსივნის მძიმე დიაგნოზი, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 300 ბავშვს ესაჭიროება მრავალჯერადი დახმარება.
2015 წელს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბერი ანდრიას ფონდს, სოფელ დიღმის ტერიტორიაზე 6500 კვ.მ ფართობი გადასცა 20 წლით, სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლის ასაშენებლად.
ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მომსახურებას მიიღებენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
26 აგვისტოს ქუთაისის მერიის ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, რომ 20
ქუთაისელი მხატვარი იტალიაში, ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ კოზენცაში
გაემგზავრა.
13:33 / 18.09.2018
26 აგვისტოს ქუთაისის მერიის ოფიციალურმა გვერდმა გვამცნო, რომ 20 ქუთაისელი მხატვარი იტალიაში, ქუთაისთან დამეგობრებულ ქალაქ კოზენცაში გაემგზავრა.
დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო
ღონისძიებები გრძელდება.
15:02 / 17.09.2018

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება.

ახალი ამბები
"განხორციელდება 10 მილიონი ლარის ინვესტიცია და დასაქმდება 50 ადამიანი"
15:41 / 18.09.2018
ოპოზიციის ბრალდების საპასუხოდ ქუთაისის მერიაში კომენტარს აკეთებენ.
გიგა შუშანია: ბიზნესმენს ქუთაისის ყოფილი მუზეუმის შენობას საარჩევნო ყულაბის შევსების სანაცვლოდ აძლევენ
11:12 / 18.09.2018
მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს წევრი, გიგა შუშანია ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობაში ადანაშაულებს.
ზესტაფონში მამამ შვილი დაჭრა
16:44 / 14.09.2018
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მამამ შვილი დაჭრა.
"ადგილობრივ ბიუჯეტებში მასშტაბური ცვლილებები აჩენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების განცდას"
13:59 / 14.09.2018
"სამართლიანმა არჩევნებმა" შეისწავლა 2018 წლის 1 მაისიდან ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განხორციელებული
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნეიტრალური წევრების შერჩევის ეტაპი დაასრულა
11:18 / 14.09.2018
59-ე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ ნეიტრალური წევრების შერჩევის ეტაპი დაასრულა.
"ეს არის ქუთაისის მერიის ანტისოციალური გადაწყვეტილება,"-შშმ პირთა პროგრამაში ბენეფიციარების შემცირება გააპროტესტეს
13:34 / 13.09.2018
"ეს არის ქუთაისის მერიის ანტისოციალური გადაწყვეტილება,"- "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა,
ქუთაისში სკვერების მდგომარეობის შესასწავლად კომისია შეიქმნა
13:04 / 13.09.2018
,,კომისიის შექმნა გამოწვეულია სკვერებში გაცემული
ვალუტა
EUR
EUR
3.0498
TRY
TRY
0.4189
USD
USD
2.6156
ამინდი
თბილისი 16 - 26 °C
img
ქუთაისი 14 - 24 °C
img
ბათუმი 17 - 23 °C
img