საზოგადოება
სოფელ ფარცხანაყანევის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
აზიური ფაროსანა წყალტუბოს რაიონში სოფელ ფარცხანაყანევშიც გავრცელდა. სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. აზიური ფაროსანა მოსახლეობის სახლებს შეესია. მავნებელთან გამკლავება მათ საკუთარი ძალებით უკვე უჭირთ.

"გაანადგურა წელს თუ რამე იყო ხილი, თხილი და ბოსტნეული. რაც შედარებით აცივდა ყველა ეს მწერი სახლებში შემოვიდა. ვხოცავთ როგორც შეგვიძლია, მაგრამ მოკლების ნაცვლად უფრო და უფრო იმატებს კედლები და ფანჯრები მწერებით დაფარულია,"-აცხადებს სოფელ ფარცხანაყანევის მკვიდრი.

წყალტუბოს გამგებელი კონსტანტინე მამისეიშვილი რადიო "ძველ ქალაქთან" აცხადებს, რომ ეს პრობლემა უკვე მათთვის კარგად ნაცნობია და აზიურ ფაროსანთან ბრძოლას უკვე სახელმწიფოსთან ერთად წყალტუბოს რაიონშიც აქტიურად იწყებენ.

"ცენტრალური ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხა გამოიყო და ახლა უკვე დაიწყება მოსახლეობისთვის შესაწამლი საშუალებების დარიგება, მათ შორის ფარცხანაყანევშიც, გეგუთშიც და ზოგადად წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში, აბსოლიტურად ყველას დაურიგდება უფასოდ შესაწამლი საშუალებები. აზიურ ფაროსანასთნ ბრძოლასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულია შტაბი, რომელსაც იმერეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს თვითონ ამ  შტაბის წევრი მე ვარ და ვპირდები მოსახლეობას რომ იქ სადაც დიდი ფართობია მძიმე ტექნიკას შევიყვანთ და ისე შევწამლავთ, არცერთი ხე და ბუჩქი არ დარჩება შეუწამლავი და სამუშაოები ჩვენს მუნიციპალიტეტის სოფლებში უკვე დაწყებულია,"- განაცხადა კონსტანტინე მამისეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს 230 ათას ლიტრ პრეპარატს და ფერომონებს გადასცემს. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფომ, მოწვეული ექსპერტების ჩართულობით შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, 100 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლა. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩართულია საავიაციო ტექნიკაც.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ჭიათურაში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
11:51 / 13.12.2018
ჭიათურაში საახალწლო სამზადისი მიმდინარეობს.
ქუთაისში პარკირების ადგილები შემოწმდება.
11:35 / 13.12.2018
ქუთაისში პარკირების ადგილები შემოწმდება.
რადიო
18:59 / 12.12.2018
რადიო "ძველი ქალაქის" ინფორმაციით, ქუთაისში, ახალი წლის ღამეს სამი დიჯეი დაუკრავს.
ქუთაისის მერიის მიერ შექმნილი შ.პ.ს
16:53 / 12.12.2018
ქუთაისის მერიის მიერ შექმნილი შ.პ.ს "პარკინგსერვისი"
ქუთაისში საახალწლო გარევაჭრობის ნებართვა
13:20 / 12.12.2018
ქუთაისში საახალწლო გარევაჭრობის ნებართვა
ახალი ამბები
მერაბ მეშველიანი მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს
14:56 / 12.12.2018
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მერაბ მეშველიანი მერიის საბინაო სამსახურის გაუქმებას აპროტესტებს.
მეშახტეები მინდელის სახელობის შახტში სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ
13:09 / 12.12.2018
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მეშახტეები სამუშაო პროცესის აღდგენას ითხოვენ.
ნუგზარ კოხრეიძე პოლონეთის მთავრობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
12:48 / 12.12.2018
კლიმატური საერთაშორისო მოძრაობა 350.ორგ-ის წარმომადგენელი საქართველოში
ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან განახლდება
16:08 / 11.12.2018
ზესტაფონში საპროტესტო აქციები მომავალი კვირიდან გაგრძელდება.
ზესტაფონის მერი მერობის ყოფილ კანდიდატს გიორგი გოგლიჩიძეს სასამართლოში უჩივლებს
13:44 / 11.12.2018
ზესტაფონის მერი კახაბერ მახათაძე ზესტაფონის მერობის ყოფილ კანდიდატსა და მიმდინარე აქციების ორგანიზატორს
ზესტაფონში მერის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყება
18:57 / 09.12.2018
ზესტაფონის მერობის ყოფილმა კანდიდატი
"უკიდურესად მძიმე პირობებში კვლავ რჩებიან ადამიანები ხონისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში"
14:12 / 07.12.2018
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართა.
ვალუტა
EUR
EUR
3.0144
TRY
TRY
0.4940
USD
USD
2.6594
«« დეკემბერი  »»
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
თბილისი -1 - 8 °C
img
ქუთაისი 3 - 8 °C
img
ბათუმი 6 - 9 °C
img