“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” კველვას აქვეყნებს, რომელიც კორუფციის რისკებს ეხება.

ეკა გიგაურის განცხადებით, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების რაოდენობა და მათში დასაქმებულთა რაოდენობა უკონტროლოდ არის გაზრდილი.
კვლევაში მოხვდა ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ი “სპეციალური სერვისები”.

“ქუთაისის მერიაში არსებული “სპეციალური სერვისები” 2015 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად 432 თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს კი 503 თანამშრომელია”,- აღნიშნულია კვლევაში.

ორგანიზაციის კვლევაში ასევე წერია, რომ  2012 წელს 40 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 8 870 საშტატო თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წლისთვის კი 74 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 12 632-მდე არის გაზრდილი. 

2012 წელს 45 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის საშტატო თანამშრომელმა ხელფასის სახით თითქმის 77 მილიონი ლარი აიღეს, რაც 2016 წლისთვის 72 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 165 მილიონ ლარს აჭარბებს. 

უფრო ვრცლად ინფორმაციას რადიო “ძველი ქალაქი” მოგვიანებით მოგაწვდით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *