80-ზე მეტ ოჯახს დღეს ბინის გასაღები ქუთაისის

მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა გადასცეს.
საქართველოში სოციალური საცხოვრისი პირველად ქუთაისში აშენდა და იგი  350- მდე ადამიანზეა გათვლილი.  სოციალურ საცხოვრისში ბენეფიციარების შესახელბის პროცესის პირველი ეტაპი დღეს დაიწყო,რომელიც დაახლოებით 2 კვირის მანძილზე გაგრძელდება.

საბოლოო ჯამში სოციალური საცხოვრისით ქუთაისში რეგისტრირებული 350 ადამიანი დაკმაყოფილდა, 30 ჭერის არმქონე ადამიანს კი ფართი უპირობოდ ყოველგვარი შეფასების გარეშე გადაეცა.

,, თვითმმართველობამ ფაქტობრივად სამ წლიანი პროექტი განახორციელა, რადგან ძვირადღირებულია დროებითი საცხოვრისის შექმნა და ადამიანების ბინებით უზრუნველყოფა. ჩვენ პირველ ეტაპზე შევძელით რომ 80 ოჯახისთვის შეგვექმნა სოციალური საცხოვრისი, რომელიც არის სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ასევე ყველა პირობა არის იმისთვის რომ ადამიანებმა ნორმალურ პირობებში იცხოვროს. ჩვენ ვგეგმავთ რომ შენობის ადმინისტრირება მოვახდინოთ, რადგან სოციალური საცხოვრისი დროებითი საცხოვრებელია და მას ყურადღება ესაჭიროება. ეს არის დასაწყისი, რა თქმა უნდა 80 ოჯახით პრობლემა ვერ შემოიფარგლება, მაგრამ ეს ასევე არის ძალიან სერიოზული განაცხადი რომ 350 ადამიანი დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართით. დარწმუნებული ვარ პროექტი გაგრძელდება. “-განაცხადა შოთა მურღულიამ.

ბენეფიციარები საცხოვრისში 5 წლიანი სარგებლობის უფლებით შესახლდებიან. 5 წლის შემდეგ კი მათი მდგომარეობა გადაიხედება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *