ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიის

თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის ინფორმაციით, ყოველი საარჩევნო პერიოდისათვის უმჯობესდება ადაპტირებული უბნების მდგომარეობა.
მისივე თქმით, შარშანდელ წელთან შედარებით გაიზარდა ადაპტირებული და პანდუსიაანი უბნების რაოდენობა. შარშან 16 ადაპტირებული და 17 პანდუსიანი უბანი იყო. წელს კი 31 ადაპტირებული და 24 პანდუსიანი.

“ჩვენ გვაქვს მარტივი ადაპტაცია ან აღჭურვილია საარევნო უბანი შესაბამისი პანდუსით. თუმცაღა ეს არ არის საკმარისი რა თქმა უნდა. შარშან ნაკლები იყო, წელს უფრო მეტია. დარწმუნებული ვარ, მომავალ არჩევნებზე გაცილებით მეტი იქნება.  ვფიქრობ, რომ ცოტა ნელი ტემპით მიდის პანდუსებით აღჭურვა საარჩევნო უბნების” – განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *