ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა

საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში დისკუსიების ციკლი ქუთაისის მერობის კანდიდატებთან დღეს დაიწყო.
პირველი შეხვედრა “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატთან” დავით გოგისვანიძესთან გაიმართა.

მან ყურადღება გაამახვილა თავისი პროგრამიდან პენსიის 20 ლარით ზრდასა და მერიაში ადმინიტრაციული ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა.

“ჩვენ საარჩევნო კამპანიის დროს სხვადასხვა ქალაქებში ვპირდებით მოსახლეობას, რომ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან შევეცდებით და გამოვყოთ თანხები საპენსიო დანამატის სახით. პენსიონერთა რაოდენობა არის 35 ათასი, ყველტავიურად რომ მათ 20 ლარიანი დანამატი გავუკეთოთ გვჭირდება 8 მილიონ 400 ათასი ლარი. მერიაში რომ შეხვიდეთ სკამების რაოდენობა ნამდვილად არ აღემატება იქ დასაქმებულთა რაოდენობას. რომელი პარტიაც არ უნდა მოვიდეს, რათქმანდა პოლიტიკური გუნდი შეიცვლება,მაგრამ საჯარო მოხელეს ეს არ უნდა შეეხოს. ეს ტრადიცია რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ უნდა დანერგოს”, – განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

დემოკრატიულ ჩართულობის ცენტრში მომდევნო შეხვედრა 10 ოქტომბერს “ლეიბორისტული პარტიის” ქუთაისის მერობის კანდიდატთან, სამსონ გუგავასთანაა ჩანიშნული. 11 ოქტომბერს კი “შენების მოძრაობის” ქუთაისის მერობის კანდიდატთან, ალუდა გოგლიჩიძესთან გაიმართება შეხვედრა.

“ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ცენტრები საქართველოში, ახორციელებს საარჩევნო მედიაცენტრის პროექტს. პროექტის ფარგლებში იმართება დისკუსიები მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებთან. დისკუსიების მიზანია მერობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებისა და ხედვების მოსმენა”,- განაცხადა დემოკრატილი ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა ქეთევან ციბაძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *