ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა

საარჩევნო მედიაცენტრის პროექტის ფარგლებში ქუთაისის მერობის მორიგ კანდიდატს უმასპინძლა. “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ თავისი პროგრამა წარადგინა და ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებაზე, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ქუთაისში აეროპორტის გაფართოებასა და საუნივერსიტეტო ქალაქის მშნებლობაზე ისაუბრა

“აეროპორტის გაზრდა მიდის. 2018 წლის 6 თვის ვადაში მეორე ტერმინალი დაემატება. ჩვენი ხედვა არის ის, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს თავისი ნიშა და იყოს კულტურულ საგანმანათლებლო ქალაქი. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა, რომლის აშენებისთვის ნებართვა 10 დღის წინ გაიცა”, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

“დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” საარჩევნო ფორმატში მერობის კანდიდატებთან შეხვედრები გრძლედება

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *