ქუთაისში ებრაელი ტურისტი შეუძლოდ გახდა. შემთხევა ფალიაშვილის ქუჩაზე, “ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

უცხოელი ტურისტის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარება დროულად ვერ მივიდა.

,, 10 წუთია, რაც სასწრაფო გამოიძახეს. მეც დავრეკე, მაგრამ არავინ ჩანს. მითხრეს ჯერ ბრიგადები გასულია და როცა გათავისუფლდებიან მოვლენო,”-ამბობს თვითმხილველი.

შემთხვევის ადგილზე მყოფთა თქმით, მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა.

“გამოძახება დაფიქსირდდა 18 საათსა და 20 წუთზე. 20 წუთი დააგვიანდა სასწრაფოს. 80 წლამდე მამაკაცი იყო შეუძლოდ. აღენიშნებოდა ფაღარათი. ეს არ საჭიროებს კრიტიკულ და გადაუდებელ დახმარებას. არ საჭიროებდა ბრიგადის ჩახსნას”, – განმარტეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *