საზოგადოება
რა უნდა იცოდნენ ამომრჩევლებმა კენჭისყრის დღის შესახებ?
ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლებისათვის კენჭისყრის დღეს მიმდინარე პროცედურების შესახებ, რეკომენდაციებს აქვეყნებს.

1.კენჭისყრა იმართება 08:00 საათიდან 20:00 საათამდე;

2.კენჭისყრის შენობაში შესვლისას ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგინეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა  ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიარეთ მასთან მარკირების შემოწმების პროცედურა;

3.თუ აღმოჩნდა, რომ გაქვთ მარკირება, არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;

4.მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ მიდით სარეგისტრაციო მაგიდასთან და რეგისტრატორს წარუდგინეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის  მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

5.გაიარეთ მარკირება;

6.მარკირებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;

7.ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ გააკეთეთ ხელმოწერა;

8.მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი;

9.კენჭისყრის კაბინაში შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი (ყოველ საარჩევნო ბიულეტენში);

10.თუ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ შეავსოთ საარჩევნო ბიულეტენი, უფლება გაქვთ, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოთ ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა;

11.თუ გაგიფუჭდათ საარჩევნო ბიულეტენი, მიმართეთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გადაეცით გაფუჭებული და მოითხოვეთ ახალი საარჩევნო ბიულეტენი;

12.კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღეთ სპეციალური კონვერტი და დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეთ მასში;

13.სპეციალური კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში;

14.კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ, გთხოვთ, დატოვოთ საარჩევნო უბანი.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. 


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ბიოლოგიური მტრის
შესწავლა გრძელდება.
16:47 / 23.10.2018

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ბიოლოგიური მტრის შესწავლა გრძელდება.

რა პერიოდულობით და როგორ უნდა ჩავატაროთ თხილში აგროტექნიკური
ღონისძიებები - გურიის რეგიონში
16:38 / 23.10.2018

რა პერიოდულობით და როგორ უნდა ჩავატაროთ თხილში აგროტექნიკური ღონისძიებები - გურიის რეგიონში

ქუთაისში, საფიჩხიაზე საქართველოს ძველი დროშის მონუმენტის გათავსებას
ითხოვენ.
16:14 / 23.10.2018
ქუთაისში, საფიჩხიაზე საქართველოს ძველი დროშის მონუმენტის გათავსებას ითხოვენ.
bm.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
15:14 / 23.10.2018
bm.ge-ს ინფორმაციით, ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში
13:13 / 23.10.2018
"ევროპა ჩვენი სახლია" ვიდეოს ავრცელებს, სადაც თეთრ ხიდთან მისული მოქალაქეები აცხადებენ,
ახალი ამბები
“ქუთაისში უნდა ყოფილიყო  უზენაესი სასამართლო“ - თემურ შაშიაშვილი
16:43 / 23.10.2018
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი
ქუთაისში 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული
13:51 / 23.10.2018
59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში 2018 წლის საპრეზიდენტო
"ქუთაისის მერიის შენობა 2019 წელს სრულად ადაპტირდება"
16:38 / 22.10.2018
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მერიის შენობა 2019 წელს სრულად ადაპტირდება
"წაგებული აქვთ ეს არჩევნები და იმიტომ აფუჭებენ პოსტერებს"
12:10 / 22.10.2018
"КГБ" - წარწერა ზესტაფონში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო
საარჩევნო ბიულეტენებში გრიგოლ ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით შეიყვანეს
17:01 / 19.10.2018
"ძალა ერთობაშიას" ნაცვლად გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის
ქუთაისის მერი: თვის ბოლოს თეთრი ხიდი გრანდიოზულად გაიხსნება
12:00 / 19.10.2018
თეთრი ხიდის რეაბილიტაცია თვის ბოლოს დასრულდება.
"თავისუფალი თეატრი" ქუთაისში "კომედიანტებს" უჩვენებს
11:09 / 19.10.2018
მესხიშვილის თეატრს "თავისუფალი თეატრი" ესტუმრება.
ვალუტა
EUR
EUR
3.1063
TRY
TRY
0.4671
USD
USD
2.7082
ამინდი
თბილისი 12 - 20 °C
img
ქუთაისი 16 - 24 °C
img
ბათუმი 19 - 25 °C
img