ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლებისათვის კენჭისყრის დღეს მიმდინარე პროცედურების შესახებ, რეკომენდაციებს აქვეყნებს.

1.კენჭისყრა იმართება 08:00 საათიდან 20:00 საათამდე;

2.კენჭისყრის შენობაში შესვლისას ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს წარუდგინეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა  ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და გაიარეთ მასთან მარკირების შემოწმების პროცედურა;

3.თუ აღმოჩნდა, რომ გაქვთ მარკირება, არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;

4.მარკირების შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ მიდით სარეგისტრაციო მაგიდასთან და რეგისტრატორს წარუდგინეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის  მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

5.გაიარეთ მარკირება;

6.მარკირებაზე უარის თქმის შემთხვევაში არ მოგეცემათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება;

7.ამომრჩეველთა სიაში თქვენი გვარის გასწვრივ გააკეთეთ ხელმოწერა;

8.მიიღეთ რეგისტრატორისგან ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული საარჩევნო ბიულეტენი;

9.კენჭისყრის კაბინაში შემოხაზეთ თქვენთვის სასურველი ერთი საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი (ყოველ საარჩევნო ბიულეტენში);

10.თუ დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ შეავსოთ საარჩევნო ბიულეტენი, უფლება გაქვთ, კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოთ ნებისმიერი პირი, გარდა საარჩევნო კომისიის წევრისა, კანდიდატისა, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა, დამკვირვებლისა, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლისა;

11.თუ გაგიფუჭდათ საარჩევნო ბიულეტენი, მიმართეთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გადაეცით გაფუჭებული და მოითხოვეთ ახალი საარჩევნო ბიულეტენი;

12.კენჭისყრის კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აიღეთ სპეციალური კონვერტი და დაკეცილი საარჩევნო ბიულეტენები მოათავსეთ მასში;

13.სპეციალური კონვერტი მოათავსეთ საარჩევნო ყუთში;

14.კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ, გთხოვთ, დატოვოთ საარჩევნო უბანი.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *