ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის

არჩევნებზე 54 000-მდე ამომრჩეველი მივიდა, რამაც საერთო ამომრჩევლის 35,36 %შეადგინა, მათ შორის ქალი 29,484 ანუ 54,66 პროცენტია.

#59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტავს, რომ მაჩვენებელი 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენებში მოქალაქეების აქტიურობასთან შედარებით, მეტია, თუმცა ჩამორჩება საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირებულ მონაცემებს.

მთელი დღის განმავლობაში აღნიშნულ საარჩევნო ოლქში 18 საჩივარი შევიდა. ქუთაისის საოლქო კომისიაში დაიწყო უბნებიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და დოკუმენტაციის შემოტანა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *