ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებული საჩივრების შესახებ განცხადება გააკეთა.

ჟვანიას თქმით, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 309 საჩივარია შესული. (ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში).

საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ, რომლებიც ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება.

,,ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის საჩივრები, რომელიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, საჭიროებს შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას,”-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, პროცედურული ხარვეზების უმეტესობა უბნებზევე აღმოიფხვრა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *