არასამთავრობო ორგანიზაცია RICDOG რიგით მეექვსე 2017 წლის ჰელოუინისთვის ემზადება.

წვეულება 28 ოქტომბერს, 20:00 საათზე, Le Garage Club-ში (ე.წ ლომებიანი სახლში) – თამარ მეფის N40-ში გაიმართება.

წვეულებაზე დასწრების მსურველები აუცილებლად უნდა იყვნენ 18 წელს გადაცილებულნი, ჰელოუინზე აუცილებელია კოსტუმირებული მისვლა და ორგანიზაციის “ფეისბუკ” გვერდზე წინასწარი სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

“ყველა ადამიანს, ვისაც სურს განიტვირთოს და დღე სასიამოვნოდ გაატაროს, ვაძლევთ საშუალებას დაესწროს ღონისძიებას. მონაწილეობის ფასი სიმბოლურად 15 ლარია.  ყველა სტუმარი ბართან 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს და საჩუქრად ერთ კოქტეილსაც მიიღებს,”-განაცახდა RICDOG-ის გენერალურმა მდივანმა გვანცა თოთაძემ.

ჰელოუინზე იგეგმება მასკარადი, გასართობი თამაშები, კონკურსები. ღონისძიებაზე დაუკრავს DJ Papaskiri.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *