1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. ასევე, ამოქმედდება ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება. შსს-ში მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.

ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა აფიქსირებს:

მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებას

შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას

ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას

სიჩქარის გადაჭარბებას

მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას

პროგრამა, ამ დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმას ავტომატურად გამოწერს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.

შსს-ს ტექნოლოგიური სიახლეების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევებზე მყისიერი რეაგირება და ავტოსაგზაო შემთხვევის პრევენცია.

“ჭკვიანი კამერებით” ავტობანი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ხაშური და გორი დაიფარება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *