საზოგადოება
ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საარჩევნო აქტივობები შეაჯამეს
ქუთაისში, "სამართლიანი არჩევნების" ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ისაუბრეს.

"სამართლიანი არჩევნების" ქუთაისის რეგიონალური კოორდინატორის თეონა გოგიშვილის განმარტებით, ორგანიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს მარტვილსა და ქუთაისში დააკვირდება.

"მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილზე გასულმა კანდიდატებმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს, მეორე ტური მაინც გაიმართება. შესაბამისად, სამართლიანი არჩევნები სრულად დააკვირდება ქუთაისის 124, ხოლო მარტვილის 39 საარჩევნო უბანს,- განაცხადა თეონა გოგიშვილმა.

"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ქუთაისის კოორდინატორის ქეთევან ბერძენიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ორგანიზაციამ ქალთა საჭიროებების შესახებ წინასაარჩევნო კვლევები წარმოადგინა და ქალთა პრობლემების შესახებაც ისაუბრა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათ მიერ არჩევნების დროს დაწერილი დაკმაყოფილებული და განუხილავი საჩივრების შესახებაც ისაუბრეს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს.
13:56 / 24.05.2019
ქუთაისში 26 მაისის აღსანიშნავად მზადება მიმდინარეობს.
რუსთავი 2-ის ნაცემი ჟურნალისტი დასავლეთ საქართველოს
ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.
19:34 / 23.05.2019

რუსთავი 2-ის ნაცემი ჟურნალისტი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

EMC და საია ჭიათურაში, შპს
16:24 / 23.05.2019
EMC და საია ჭიათურაში, შპს "ჯორჯიან მანგანეზის" ვახტურ რეჟიმზე მომუშავე
ვალუტა
EUR
EUR
3.0701
TRY
TRY
0.5084
USD
USD
2.6940
ამინდი
თბილისი 14 - 26 °C
img
ქუთაისი 19 - 29 °C
img
ბათუმი 21 - 27 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
60 კრედიტიანი პროგრამა, რომელიც მასწავლებლობის უფლებას განიჭებთ
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასწავლებლის მომზადების
18:21 / 16.05.2019
საპროტესტო პლაკატების გაკვრისთვის კაფე "სავანეს" მფლობელები დააჯარიმეს
კაფე "სავანეს" მფლობელები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა
14:57 / 30.04.2019
"გვირილობის" დღესასწაულზე დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალი ცნობილია
ქუთაისში 2 მაისს, ტრადიციულად, "გვირილობის" დღესასწაულის გაიმართება.
14:36 / 25.04.2019
ირაკლი ჯულაყიძის სამეცნიერო ექსპედიცია ინდოეთში
აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბის "თეთნულდის" წევრმა ირაკლი ჯულაყიძემ,
18:10 / 20.05.2019
გიორგი ჭიღვარია: ქუთაისში ცისფერყანწელთა თეატრი აშენდება
"გვირილობის" დღესასწაული ქუთაისელებს ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიულოცა.
14:26 / 02.05.2019