როგორი იქნება რეაბილიტირებული ნავენახევის მღვიმე და მიმდებარე ტერიტორია?(ფოტოები)
ნავენახევის მღვიმეში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს.

როგორც სააგენტოს თავმჯდომარე, დავით მარკოზაშვილი განმარტავს, მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, მოსაცდელი, რეაბილიტირდება თავად მღვიმე და დამონტაჟდება განათების სისტემა.

მღვიმის მოწყობაში 970 ათასი ლარი დაიხარჯება. სავარაუდოდ, რეაბილიტირებული მღვიმე მომავალი წლის დასაწყისში გაიხსნება.




| Print |