აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიფტის დამონტაჟება ათ დღეში დასრულდება.

სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილი სამგზავრო ლიფტი უნივერსიტეტის მეორე კორპუსში განთავსდა.

ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელი კახა კუპატაძე განმარტავს, რომ ავტორიზაციის სტანდარტის მოთხოვნებიდან გამომდინარე ლიფტი შშმ პირთა საჭიროებებს მოერგო.

უნივერსიტეტის წარმომადგენლის თქმით, ლიფტის მოსაწყობად დაახლოებით 60-70 ათასი ლარი დაიხარჯება.

ადმინისტრაციის სამსახურში აცხადებენ, რომ სამგზავრო ლიფტის დამონტაჟება უნივერსიტეტის სხვა მრავალსართულიან კორპუსებსა და ახალ ბიბლიოთეკაშიც იგეგმება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *