გამწვანების პრობლემები ქუთაისში, ხეების მოვლა-პატრონობა და მათი უკანონო ჭრა,

– აღნიშნულ საკითხებზე ქუთაისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატო ბურჯალიანმა ისაუბრა.

ბურჯალიანი განმარტავს, რომ ქუთაისის გარეუბნებში 2016-2017 წლებში 130 ხე დაირგო. მისივე თქმით, ქალაქში მცენარეთა 7 % ჩასანაცვლებელია. 130 ხე  ქუთაისის შემდეგ უბნებში გადანაწილდა: ავტოქარხანა, სულხან საბას დასახლება, ხარაზოვის ბაღი, უქემერიონის ადმინისტრაციულ ერთეული და ა.შ.

გამწვანებისა და ეკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ქალაქში ხეების მოჭრის ნებართვების გაცემის შესახებაც ისაუბრა.

“ქუთაისის მერიას არც ერთი ხის მოჭრის ნებართვა არ გაუცია, თუ, რა თქმა უნდა, ეს ხე არ არის ავარიული, არაჯანსაღი და საფრთხის შემცველი,”-განაცხადა ბურჯალიანმა.

რაც შეეხება კერძო ტერიტორიებსა და მშენებლობების ადგილებზე ხეების ჭრას, ბურჯალიანი განმარტავს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მსგავსი ქმედებების შესაჩერებლად კანონმდებლობა არ არსებობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *