ქუთაისში “Ricdog სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის” პრეზენტაცია გაიმართა.

აღნიშნული პლატფორმა მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზებასა და მოქალაქეების ჩართულობის გაზრდას თივთმმართველობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

Ricdog სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის” ხელმძღვანელის, დავით კიკუტაძის თქმით, მოქალაქეები ქალაქის მართვაში აქტიურად უნდა ჩაერთონ.

“ჩვენ ვქმნით პლატფორმას, სადაც ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება დააკვირდნენ საკუთარი ქალაქის განვითარებას და გამოთქვან საკუთარი ვარაუდები, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი, რომელშიც ცხოვრობენ,”-განაცხადა კიკუტაძემ.

“სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის” წევრობა ყველა დაინტერესებული პირის შეუძლია, ვისაც სურს წვლილი შეიტანოს ქუთაისის განვითარებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *