ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ქუთაისში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ შეაფასა.

შუშანია განმარტავს, რომ ხელისუფლებამ საჯარო სექტორში დასაქმებულთა და ნათესავთა მობილიზება შესძლო. მისივე თქმით, დღის წესრიგში პოლიტიკური ლეგიტიმურობის საკითხი დგება, რადგან არჩევნებზე მოსახლეობის 18%-ზე მეტი არ მისულა.

“ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაცია. ჩვენ ამ ცირკში მონაწილეობა არ მივიღეთ. ჩვენი მხრიდან კანდიდატურის მოხსნა არ იყო ემოციური გადაწყვეტილება. 4 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა საკითხის განხილვა და ყველა დეტალზე იყო ნაფიქრი. ბატონი გრიგოლი თავად უხსნიდა საკუთარ მხარდამჭერებს კანდიდატურის მოხსნის მიზეზებს,”-განაცხადა შუშანიამ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ამომრჩეველთა ხმის 87, 55 პროცენტი მიიღო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის გრიგოლ ვაშაძისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობამ 12,45 პროცენტი შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ პარტიამ მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *