შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის,

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა.

შსს-ს ინფორმაციით, ბესიკ ამირანაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

ამირანაშვილი 2008-2012 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა.

2012-2013წწ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, 2013-2014წწ. შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2014-2015წწ. შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი, 2015 წელს შსს-ს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს უფროსი, 2015-2016წწ. შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, 2016-2017 წლებში კი ბესიკ ამირანაშვილი იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.

ბესიკ ამირიანაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 2007 წელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *