“მე ვისარგებლე მიწისქვეშა გადასასვლელით” – ქუთაისის

მოსახლეობას ახალ კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ რადიო “ძველი ქალაქის” პირდაპირ ეთერში, გადაცემაში “მთელი დღე” აკაკი საღინაძემ და თემურ ცამცშვილმა განაცხადეს.

კამპანიის მიზანი მიწისქვეშა გადასასვლელებით სარგებლობის პოპულარიზებაა.

“ვინც ისარგებლებს შეუძლია თოთო ფოტო გადაიღოს და ატვირთოს სოციალურ ქსელში. ამ ერთს სხვა აჰყვება და შეეჯიბრებიან სტუდენტები ერთმანეთს”,- ამბობს თემურ ცამციშვილი.

ქუთაისში სულ სამი მიწისქვეშა გადასასვლელია. აქედან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში სავაჭრო ცენტრია გახსნილი.

ახალგაზრდობის გამზირზე, სპორტის სასახლესთან მდებარე გადასასვლელი კი მოხალისეებმა დაასუფთავეს. სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, აქციაში მონაწილეობა სტუდენტებმა, ლექტორებმა და სხვა მოქალაქეებმა მიიღეს.

მესამე მიწისქვეშა გადასასვლელი ჭავჭავაძისა და ნიკეას ქუჩის კვეთაზე მდებარეობს, რომელიც ასევე მოუწესრიგებელია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *